ერთ-ერთმა საბუქმეკერო კანტორამ შეცდომა დაუშვა და 2020 წლის ნოემბერში გარდაცვლილი დიეგო მარადონა „ტოტენჰემის“ შესაძლო მწვრთნელთა სიაში შეიყვანა. მოურინიოს შემცვლელად მარადონას მისვლას ერთი 100-თან კოეფიციენტი დაუწერეს.
გუნდიდან გაშვებული ჟოზეს მონაცვლეთა შორის დასახელდნენ ედი ჰოუ, იულიან ნაგელსმანი, რაფაელ ბენიტესი, ბრენდან როჯერსი და სხვები. სიის ბოლოში მარადონას გვარიცაა. Daily Star ამბობს, რომ შეცდომა ერთ-ერთმა საიტმა დაუშვა.
ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა 60 წლის ასაკში.
დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია
მოურინიოს „ტოტენჰემი“ ევროპა ლიგის 1/8 ფინალიდან ზაგრების „დინამომ“ გააგდო და მას შემდეგ პორტუგალიელს საბოლოოდ შეუდგა წყალი. როგორც იცით, ჟოზემ ახალი სამსახური უკვე იშოვა – „რომა“.
GIPHY App Key not set. Please check settings