in

რაულმა შესაძლოა ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბაროს

„რეალ მადრიდ კასტილიას“ მთავარი მწვრთნელი რაული შესაძლებელია გერმანიაში გადავიდეს სამუშაოდ.

ფრანკფურტის „აინტრახტი“ წელიწადზე მეტია 43 წლის რაულის მუშაობას აკვირდება. მხარეებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები. მომდევნო შეხვედრები გადადეს სეზონის ბოლომდე. ამის შესახებ Goal.com იუწყება.

„აინტრახტს“ ამჟამად ადოლფ ჰიუტერი წვრთნის, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ გლადბახის „ბორუსიაში“ წავა.

მოგეხსენებათ, „რეალის“ ლეგენდა რაულისთვის გერმანია უცხო არ არის. მადრიდიდან წასვლის შემდეგ ესპანელი გელზენკირხენის „შალკეში“ გამოდიოდა.

ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილზეა. მართალია მესამეადგილოსან „ვოლფსბურგს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ასევე 1 ქულით უსწრებს მთავარ მდევარ დორტმუნდის „ბორუსიას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სასაცილო ვიდეო: თამაშის მერე ფეხბურთელი დაავიწყდათ – ის ქუჩაში ავტობუსს სირბილით მისდევდა

დიდი უქმეები: ესპანეთში საჩემპიონი მატჩია, ინგლისში ფინალის რეპეტიცია, საქართველოში დინამოების დერბი – პროგნოზი, კოეფიციენტები