in

ნუგზარ ტატალაშვილმა ყაზანის გრან სლემზე ბრინჯაო აიღო

ყაზანის გრანდ სლემის მეორე დღეს სამი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილმა შეძლო.

73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა პირველ ბრძოლაში ფილიპინელი ნაკანო დაამარცხა, შემდეგ აზერბაიჯანელ ოსმანოვს აჯობა, მეოთხედფინალში კი რუმინელ რაიკუს მოუგო. ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ტატალაშვილი აიუბ ხაზალიევს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ვაძიმ შოკას დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა.

ლუკა კაპანაძე (73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნი და Laureus-ის სხვა გამარჯვებულები: რაში გამოარჩიეს ცნობილი სპორტსმენები

შენ ისევ ჩემს გამოყენებას ცდილობ: ცნობილი გახდა როდის ეწყინა მესის