in

ბაიერნი და Laureus-ის სხვა გამარჯვებულები: რაში გამოარჩიეს ცნობილი სპორტსმენები

ცნობილი გახდა Laureus World Sports Awards-ის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.

მიუნხენის „ბაიერნი“ დაჯილდოვდა ნომინაციაში „წლის გუნდი“. ამის შესახებ თავად კლუბის ტვიტერი იუწყება.
ბავარიელებმა გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, რასაც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასიც მიაყოლეს, ასევე ყველაფერი მოიგეს შიდა ასპარეზზე – ჩემპიონატი, თასი და ქვეყნის სუპერთასი.

წლის სპორტსმენი გახდა ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ქალი სპორტსმენი კი იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა.
ნადალმა 2020 წელს მე-13-ედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა, ხოლო ოსაკამ მეორედ გაიმარჯვა US Open-ზე.

ნადალმა პრიზთან ერთად ფოტო გადაიღო და დაწერა:
„ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მე გავუთანაბრდი არა მარტო დიად მეტოქეს, ამავე დროს დიდ მეგობარს (საუბარია ფედერერზე). ეს რაღაც განსაკუთრებულია მას შემდეგ, რაც გამოვიარეთ კორტებზე და არა მარტო იქ“.

„ლივერპულის“ ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი გამარჯვებულია ნომინაციაში „სპორტული შთაგონება“. ეგვიპტელ ფებურთელს საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობა დაუფასდა. ის ეხმარება ეგვიპტეში სკოლების, საავადმყოფოებისა და სასწრაფო დახმარების სადგურების აღჭურვაში.

„მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი დააჯილდოვეს სპორტსმენების უფლებების დაცვის ნომინაციაში (Laureus Athlete Advocate of the Year Award).
ბრიტანელმა მრბოლელმა ჯილდო მიიღო რასიზმის აღმოფხვრისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.

Laureus World Sports Awards ყოველწლიურად აჯილდოვებს სპორტსმენებს სხვადასხვა მიღწევებისთვის წინა წლის მიხედვით. Laureus World Sports Awards დაარსდა 1999 წელს და მასში მონაწლეობდნენ: Founding Patrons Daimler და Richemont, ასევე მხარს უჭერდნენ გენერალური პარტნიორები Mercedes-Benz, IWC Schaffhausen და Vodafone.

Laureus-ს ერთგვარ სპორტულ „ოსკარსაც“ კი უწოდებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოთარ გაბელია: მამარდაშვილს კარგი რეაქცია და თამაშის წაკითხვის უნარი აქვს – მან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს

ნუგზარ ტატალაშვილმა ყაზანის გრან სლემზე ბრინჯაო აიღო