The Telegraph-ის ცნობით, პრემიერლიგის ბინადარი “ნოტინგემ ფორესტი”, დიდი ალბათობით, გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ კუპერს დაითხოვს.
მოგეხსენებათ, გუშინ მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში გასვლაზე “ლესტერთან” 0:4 განადგურდა, რითაც ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა ამოეწურა.
თუ კუპერს გადააყენებენ, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატურა ცნობილი ესპანელი მენეჯერი რაფაელ ბენიტესი იქნება, რომელიც პრემიერლიგაში “ლივერპულს”, “ნიუკასლს”, “ევერტონსა” და “ჩელსის” უკვე წვრთნიდა.
აქ, ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი – სტივ კუპერმა გარიბალდიანები 23 წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დააბრუნა. გუნდს 7 ტურში 1 ქულა ჰქონდა და 109 წლიან ლიგურ ისტორიაში ყველაზე უარესი სტარტი ჰქონდა, მაგრამ კუპერმა მაინც მოახერხა წარმატების მიღწევა, შესაბამისად, მისი გათავისუფლება ჯერ მაინც რთულად წარმოსადგენია.
GIPHY App Key not set. Please check settings