in

ვიდეო: ქართული ლელოები რუსეთში

რუსეთის სარაგბო პრემიერლიგაში ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა და ქართველმა მორაგბეებმა თავი გამოიჩინეს.

„მეტალურგისა“ და „ლოკომოტივის“ თამაშის 75-ზე წუთზე ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ „ლოკომოტივის“ შუამარბმა ნიკოლოზ ცირეკიძემ დადო ლელო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პენზელებმა მეტოქე
27:30 დაამარცხეს. გადამწყვეტი ჯარიმა გაწითლებულ დროზე ნოვოკუზნეცკელებს რეზი ბროძელმა გაუტანა და რკინიგზელებს გამარჯვება მოუტანა. მანამდე, მატჩის მე-11 წუთზე, თავისი ლელო დამარცხებული „მეტალურგის“ ქართველმა ბურჯმა, მიხეილ რატიაშვილმაც დადო.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ტურნირის მუდმივი ფავორიტები, კრასნოიარსკული გუნდები – „ენისეი“ და „კრასნი იარი“ შეხვდნენ. თამაში „ენისეიმ“ ანგარიშით 15:6 მოიგო. მატჩის გამორჩეული ეპიზოდი 73-ე წუთზე დავით მესხმა შემოგვთავაზა. ქართველმა გარემარბმა ბურთი კიდესთან ახლოს მიიღო, არსებული სივრცე აითვისა, ცრუ მოძრაობებით ოთხ მეტოქეს, მათ შორის რუსეთის ნაკრების მგეზავ იური კუშნიაროვს აუარა გვერდი​ და საოცარი ინდივიდუალური იერიში მეტოქის ლელოში დაასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოკრივეს ორსული ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ: გოგონა ბავშვს მისგან ელოდებოდა

დასაჯეს მენეჯერი, რომელმაც გოგონები პრეზიდენტთან სექსისგან ვერ დაიცვა