ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ტურნირზე 84 კგ წონით კატეგორიაში არქანიამ ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობასთან ერთად ოლიმპიადის ლიცენზიაც დაისაკუთრა.
ფინალამდე, ჩვენმა კარატისტმა უნგრელი დანიელ მოლნარი, ესპანელი ველილა მარტინეს მარკოსი, ფრანგი მენდი ფილალი და ირანელი საჯად განჯზადენი დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლის მოუგო და ტურნირის ჩემპიონობაც იზეიმა.
გოგიტა არქანია არის მე-13 ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.
GIPHY App Key not set. Please check settings