in

ვიდეო: როგორ აბარებს ლუის სუარესი იტალიურის ფიქტიურ გამოცდას

ლუის სუარესი არ გადავიდა „იუვენტუსში“ – ურუგვაელი იტალიური ენის გამოცდას აბარებდა, მაგრამ მოგვიანებით ტესტირება ფიქტიურად მიიჩნიეს. ქსელში გამოჩნდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ფეხბურთელი თბილად ესაუბრება და ფოტოებს იღებს კომისიის წევრებთან.

კადრები ფარული კამერითაა გადაღებული. იმ დროისთვის სუარესი უკლუბოდ იყო და გამოცდას პერუჯაში, უცხოელებისთვის განკუთვნილ უნივერსიტეტში აბარებდა. ამით ის მოქალაქეობას მიიღებდა და „იუვენტუსში“ გადავიდოდა.

სუარესმა გამომცდელებს იმ კითხვებზე უპასუხა, რომლის პასუხები წინასწარ იცოდა – ეს უკვე დადგენილი იყო. ფეხბურთელმა B1 დონის გამოცდა გაიარა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან. ტესტირების შემდეგ მასწავლებლები კაბინეტში შევიდნენ, ურუგვაელ ვარსკვლავს გაემუსაიფნენ და ფოტოებიც გადაიღეს.

ვიდეო გამოქვეყნდა ფიქტიური გამოცდის დახურული ძიების შემდეგ.

ამის შემდეგ სუარესი „ატლეტიკოში“ გადავიდა და მშვენივრადაც თამაშობს, მან ამ სეზონში 19 გოლი გაიტანა და დიდი შანსი აქვს ესპანეთის ჩემპიონიც გახდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველი ქალები ძლიერ ჯგუფში: ქალთა მუნდიალის წილისყრამ საქართველოს მეტოქეები გაარკვია

რონალდოს გარეშე რეალის მაისურები 70%-ით ნაკლები იყიდება, მაგრამ პრობლემა ბევრად გლობალურია