NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში “ინდიანა პეისერსმა” “ორლანდო მეჯიქი” სტუმრად 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 111:106 დაამარცხა.
“პეისერსის” ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, 15 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა.
ორმაგი დუბლი იყო დომანტას საბონისის ანგარიშზე – 16 ქულა, 15 მოხსნა, 6 ასისტი და 2 დაფარება.
“ორლანდოს” ტერენს როსმა ულიდერა, უკანახაზელმა 28 წუთში 24 ქულას, 4 მოხსნას, 1 პასსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
“ინდიანა პეისერსს” 24 მოგება და 2 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings