მადრიდის „რეალის“ ფლანგელი ვინისიუს ჟუნიორი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ბრაზილიელმა „ლივერპულის“ წინააღმდეგ პირველ ¼ ფინალურ მატჩში დუბლი შეასრულა.
ამ ჯილდოზე პრეტენდენტები ასევე იყვნენ პსჟ-ს მეგოლე კილიან მბაპე, „სიტის“ პასების დამრიგებელი კევინ დე ბრუინი და „ჩელსის“ ჰავბეკი ჟორჟინიო.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ევროპის ლიგაზე კვირის საუკეთესო მოთამაშედ “რომას” მეკარე პაუ ლოპესი დაასახელეს.
GIPHY App Key not set. Please check settings