in

ზენიტის ყოფილი მწვრთნელი: რომ არა სანქციები რონალდუს დამატებას შევძლებდით

“ზენიტის” ყოფილი მწვრთნელის, ჩეხი სპეციალისტის ვლასტიმილ პეტრჟელას სჯერა, რომ არა უეფას მიერ დაწესებული სანქციები, კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგულ კლუბში გვეხილა.

მისი თქმით, პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურდა, და “ზენიტს” რონალდოს მოთხოვნების დაკმაყოფილება შეეძლო.

“რონალდუს უნდა კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რომ არა უეფას რეგულაციები, “ზენიტი” ამ ტურნირზე ითამაშებდა. ვფიქრობ, ამ რუსულ კლუბს აქვს იმდენი ფული, რომ კრიშტიანოს მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.

ასე, რომ არა სანქციები, პორტუგალიელი შესაძლოა, “ზენიტში” გვეხილა”, – ამბობს პეტრჟელა.

მართლაც პარალელურ სამყაროში ცხოვრობს ეს ხალხი. წარმოიდგინეთ, კრიშტიანუ, რომელსაც ტოპ 5 ჩემპიონატის გარეთ ერთადერთხელ უთამაშია და ისიც მშობლიუ “სპორტინგში”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუპერთასი მადრიდში წავიდა!

საქართველოში VAR წლის ბოლომდე უნდა დაინერგოს