in ,

ბაიერნი უტევდა, მაგრამ მბაპე ვერ შეაჩერეს

თუ შენს მეგობარს ფეხბურთი არ უყვარს, “ბაიერნისა” და პსჟ-ს მატჩი უნდა ანახო და შეუძლებელია სპორტის ამ სახეობით არ მოიხიბლოს. თოვლიან მიუნხენში გოლების წვიმა ვიხილეთ.

ჩელსიმ იცოდა, რომ მოიგებდა: პორტოს სჯერა, რომ წაგება არ ეკუთვნოდა

მეოთხედფინალურ შეხვედრაში “ალიანს არენაზე” “ბაიერნმა” პსჟ-ს უმასპინძლა და მიუხედავად სათამაშო თუ ტერიტორიული უპირატესობისა, მაინც დამარცხდა. ფლიკის გუნდმა კარის მიმართულებით 31-ჯერ დაარტყა, 12-ჯერ ზუსტად კარში, 15-ჯერ მოაწოდა კუთხური, მაგრამ მაინც ვერ მოიგო.

This image has an empty alt attribute; its file name is 16178234004158-1024x614.jpg

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და პარიზელთა გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა კეილორ ნავასმა. კოსტა რიკელმა მეკარემ “რეკორდმააისტერის” წინააღმდეგ 10 სეივი განახორციელა, მათ შორის 7 ბურთი საჯარიმოს მოედნიდან დარტყმული მოიგერია.

მატჩი მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის იდეალურად დაიწყო. პარიზელბმა ჯერ “ბაიერნის” ძალიან სახიფათო შეტევა მოიგერიეს, შემდეგ ნეიმარი და მბაპე გაიქცნენ და ფრანგმა ვუნდერკინდმა უძლიერესი დარტყმით ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი მანუელ ნოიერს.

გაშვებული გოლის შემდეგ, “ბაიერნმა” დიდი ძალებით შეუტია და მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. განსაკუთრებით კინგსლი კომანი აქტიურობდა, რომლის ფლანგური შეტევებიც დიდ ხიფათს ქმნიდა, მაგრამ ჩაწოდებულ ბურთებზე ნათლად ჩანდა რობერტ ლევანდოვსკის დანაკლისი და პოლონელის სრულფასოვანი შემცვლელი გუნდს არ ყავს.

“ბაიერნი” უტევდა, მაგრამ გოლი ისევ პსჟ-მ გაიტანა. ნეიმარის მორიგი გენიალური პასი, რომლის შემდეგაც მარკინიოსი მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი არ დაუტოვა ნოიერს. სამაგიეროდ, თავად მარკინიოსმა ამ მომენტში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა.

ტაიმის მიწურულს გერმანელებმა მაინც გაიტანეს. თავი ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინა, რომელმაც უზუსტესი თავური დარტყმით დალაშქრა ყოფილი გუნდის კარი.

შეხვედრის მეორე ნახევარიც “ბაიერნის” უპირატესებით დაიწყო და მე-60 წუთზე ტომას მიულერმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. თამაში ისე მიდიოდა, თითქოს პსჟ-ს კარში მესამე გოლი მწიფდებოდა, მაგრამ პირიქით. “ბაიერნის” მცველებს კილიან მბაპე ისევ გაექცათ და იდეალურად შესრულებული დარტყმით თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა.

დარჩენილ დროში “ბაიერნი” დიდი ძალებით წავიდა წინ და ალაბას კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 2:3 – პსჟ-ს სასარგებლოდ და ყველაფერი პარიზში გადაწყდება, თუმცა პოჩეტინოს გუნდს განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა აქვს.

ბაიერნი – პსჟ 2:3

ალიანს არენა. მიუნხენი

“ბაიერნი”: ნოიერი, პავარი, ზულე (42. ბოატენგი), ალაბა, ერნანდესი, კიმიხი, გორეცკა (33. დევისი), სანე, მიულერი, ჩუპო–მოტინგი

პსჟ: ნავასი, დაგბა, მარკინიოსი (30. ერერა), კიმპემბე, დიალო, (46. ბეკერი), გაიე, დანილო, დი მარია (71. კინი), ნეიმარი (90. რაფინია), დრაქსლერი, მბაპე

ჰანს ფლიკი:
“შედეგი არაობიექტურად მიმაჩნია. უამრავი შანსი გავანიავეთ და მარცხს არ ვიმსახურებდით. მეტოქემ ძალიან მცირე მომენტებიდან კი 3 გოლი გაიტანა”.

მაურისიო პოჩეტინო:
“მოგებული მატჩის შემდეგ მსჯელობა მარტივია. შენც თვლი, რომ სწორი ნაბიჯები გადადგი, შემადგენლობა გამოიცანი და ა.შ. ყველაფერი კი მაინც ფეხბურთელების დამსახურებაა, რადგან მოედანზე ისინი გადიან.
დღეს ჩვენ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ და შედეგიც ლოგიკურია. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ”.

კილიან მბაპე:
“ძალიან რთული თამაში გქვონდა. ამ მომენტისთვის ევროპის საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. მშვიდად ვითამაშეთ და წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული”.

ჩუპო-მოტინგი:
“ვფიქრონ, შედეგი მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს. უკეთესად ვითამაშეთ და მეტი უნდა გაგვეტანა”.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკები

  • პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნის” 19-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ (2013/14) ნეიმარმა აღნიშნულ ტურნირზე 25 ზუსტი პასი შეასრულა;
  • კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 27-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ანტუან გრიზმანს, ლუის სუარესს და მარიო გომესს გადაასწრო;
  • ფრანგმა ვუნდერკინდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა;
  • მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 43 მატჩიდან 42 გოლში მიიღო მონაწილეობა – 27 გოლი და 15 პასი;
  • მბაპეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 13 გოლი აქვს – მან გაუსწრო ტიერი ანრის. ფრანგებს შორის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა – 19 გოლი;
  • ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე 48-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა;
  • “ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 20 მატჩში 68 გოლი აქვს;
  • ჯოშუა კიმიხმა 10 შანსი შექმნა – ეს ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩელსიმ იცოდა, რომ მოიგებდა: პორტოს სჯერა, რომ წაგება არ ეკუთვნოდა

ვიდეო: ბითაძის სასტარტო ხუთეული და სუპერმატჩი NBA-ში