2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, დიდი ალბათობით, მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება. გუშინ გვეწერა, რომ ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია BBC ავრცელებდა ინფორმაციას, ევროპის ქვეყნები მზად არიან ევრო 2020-ის მატჩებზე ქომაგების დასაშვებლად.
რამდენიმე წუთის წინ, იტალიურმა გამოცემამ იტალიის ფეხბურთის ასოციაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიაში მზად არიან სტადიონზე მაყურებლები არა 25%-ით, არამედ მეტითაც კი დაუშვან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა, ამაზე საბოლოო პასუხი 20 აპრილამდე გახდება ცნობილი.
ევრო 2020-ის ქალაქები მაყურებლისთვის მზად არიან: რას გადაწყვეტს უეფა
ევრო 2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. რომის “სტადიო ოლიმპიკო” ჩემპიონატის გახსნით მატჩს, ჯგუფური ეტაპის კიდევ ორ შეხვედრას და ერთ მეოთხედფინალურ მატჩს უმასპინძლებს.
ევრო 2020-ის ფინალი კი, 11 ივლისს ლონდონში “უემბლიზე” გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings