in ,

რეალი vs ლივერპული: პროგნოზი, კომენტარები, კოეფიციენტები

ჩემპიონთა თასის ორი ყველაზე წარმატებული გუნდი ერთმანეთს ¼ ფინალში გადაეყარა და თან 2018 წლის ფინალის რიმეიქს ითამაშებენ. არც „რეალი“ და არც “ლივერპული“ წელს მაინც და მაინც კარგად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ ორივეს შეუძლია მაქსიმუმი აჩვენოს გადამწყვეტ მომენტში. თანაც „რეალი“ ბოლო თამაშებია იგებს, ხოლო საშინელი სერიის შემდეგ თამაში და შედეგი „ლივერპულმაც“ გამოასწორა და ბოლო შეხვედრები მოიგო.
ორივე გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

საინტერესოა, რომ ორივემ გასულ გათამაშებაში იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან წააგეს, რომლებსაც ახლა ხვდებიან. ანუ – „ლივერპული“ მადრიდის „ატლეტიკომ“ გააგდო, ხოლო „რეალი“ ინგლისურმა „სიტიმ“.

სიტი vs ბორუსია: პროგნოზი, კომენტარები, კოეფიციენტები

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მწვრთნელი):
„ეს ფეხბურთი გავარდნაზეა, ფინალი, რომელიც 180 წუთი ან მეტიც გაგრძელდება. ჩვენ ვიცით რას უნდა ველოდოთ, მაგრამ მთლიანად ამ მატჩზე ვართ ორიენტირებული და მეტი არაფერზე. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ის მომდევნო მატჩია. წარსულს (2018 წლის ფინალი) არ ვიხსენებთ“.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მწვრთნელი):
„ჩემი მოტივაცია უმაღლეს დონეზეა, რადგან გვინდა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ამას არავითარი კავშირი არ აქვს 2018 წლის ფინალთან. ფინალის შემდეგ ვინმეს რომ ეკითხა, მივიწვევდი თუ არა სერხიო რამოსს ჩემს იუბილეზე – არა. მაგრამ ახლა… ეს დიდი ხნის წინ იყო.
ჩვენ აქ შურისძიებისთვის არ ვართ. კარგ ფორმაში ვართ და შევეცდებით ეს იმპულსი შევინარჩუნოთ.
გავიგე, რომ ამბობენ – „რეალი“ ფავორიტია. მაგარია! ჩვენ არ გვაქვს პრეტენდენტის როლის პრობლემა. ჩვენ არ გვინდა მსოფლიოს ვაჩვენოთ, ჩვენ გვინდა ჩვენს გულშემატკივრებს დავანახოთ, რომ ჯერ კიდევ ვიბრძვით. უნდა ვსდიოთ ჩემპიონატში ჩვენზე წინ მყოფ გუნდებს, უნდა ვებრძოლოთ „რეალს“. მოდი, როგორც საჭიროა, ისე მოვინდომოთ“.

დიეგო ჟოტა („ლივერპულის“ შემტევი):
„ეს მატჩი სერიოზული გამოცდა იქნება და მზად უნდა ვიყოთ. მეტოქე ისე თამაშობს, რომ ბევრი სირბილი და ბრძოლა მოგვიწევს. „რეალი“ მიჩვეულია პლეი-ოფის მატჩებს და მოგვიწევს საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება.
ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ითამაშებს „რეალი“. ჩვენი მწვრთნელი ალბათ გამოიცნობს მეტოქის ტაქტიკას, მაგრამ დარწმუნებული ბოლომდე ვერასოდეს იქნები. უნდა მოვემზადოთ და „რეალის“ კომბინაციები ვიცოდეთ. რა უნდა გავაკეთოთ, ეს არის ვაჩვენოთ ჩვენი ფეხბურთი და მივხვდეთ როგორ ითამაშებს „რეალი“.

ფორმა

„რეალი“
ბოლო მატჩების სტატისტიკა: მმმმფფ
ბოლო მატჩი: „რეალი“-„ეიბარი“ 2:0
ამჟამინდელი მდგომარეობა: მე-3 ადგილი ჩემპიონატში

„ლივერპული“
ბოლო მატჩების სტატისტიკა: მმმწწმ
ბოლო მატჩი: „არსენალი“-„ლივერპული“ 0:3
ამჟამინდელი მდგომარეობა: მე-7 ადგილი ჩემპიონატში


სავარუდო შემადგენლობები:

“რეალი”: კურტუა – ნაჩო, ვარანი, მენდი – ვასკესი, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, მარსელო – ბენზემა, ასენსიო

“ლივერპული”: ალისონი – ალეკსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, კაბაკი, რობერტსონი – ტიაგო ალკანტარა, ფაბინიო, ვეინალდუმი – სალაჰი, ჟოტა, მანე

არ იქნებიან:

კარვახალი, აზარი, რამოსი („რეალი“) – გომესი, მატიპი, ჰენდერსონი, ორიჯი, ვან დეიკი („ლივერპული“).

ურთიერთშეხვედრები

თუ სადმე ხვდებიან გუნდები ერთმანეთს, ეს ჩემპიონთა ლიგაა. ბოლო მატჩების მიხედვით უპირატესობა ესპანელების მხარესაა. 2014 წელს (ოქტომბერსა და ნოემბერში) „რეალმა“ ორივე თამაში მოუგო „ლივერპულს“ – შინ 1:0 და გასვლაზე – 3:0. ბოლო დაპირისპირება კი საყოველთაო ცნობილია. გუნდები 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩის დასაწყიშივე სერხიო რამოსმა იმდენი ქნა, რომ ინგლისელთა ლიდერი მოჰამედ სალაჰი იძულებული გახდა მოედნიდნ გასულიყო. მერე იყო ინგლისელთა მეკარის კარიუსის ცნობილი შეცდომები (ამბობენ, მასაც ტვინის შერყევა რამოსმა მიაყენაო), გარეთ ბეილის საოცარი მაკრატელა და საბოლოოდ „რეალის“ გამარჯვება – 3:1.

ჩამოთვლილ მატჩებამდე კი ლიგის ჯგუფში გუნდები 2009 წელსაც შევხდნენ და მაშინ ორივე თამაში „ლივერპულმა“ მოიგო. მადრიდში 1:0 და „ენფილდზე“ კი საერთოდ 4:0 გაანადგურა.

ბარემ ისიც ვთქვათ: 1982 წლის ჩემპიონთა თასის ფინალშიც ესენი შეხვდნენ ერთმანეთს – პარიზში „ლივერპულმა“ გაიმარჯვა.

2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი


ბუქმეკერები

ბუქმეკერების მოსაზრებით, ეს ძალიან თანაბარი წყვილია. თავად განსაჯეთ ფსონებიც კი ერთნაირი დაწერეს. „ლივერპულის“ გამარჯვებაზე – 2.62-ია, ხოლო „რეალის“ მოგებაზე – 2.60. ფრე – 3.5 ფასდება. 

[poll id=”12922″]

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიადაზე უარს ამბობს და სამხრეთ კორეას გეგმებს ურევს

ვიდეო: ნეაპოლში მარადონას ფრესკა გახსნეს – ფანებმა შოკისმომგვრელი პრეზენტაცია მოაწყვეს