სამი კვირის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ¼ ფინალებით ბრუნდება.
ერთ-ერთი მატჩი მანჩესტერშია, სადაც დიდებულ ფორმაში მყოფი „სიტი“ არც თუ დალხენილად მყოფ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს.
რეალი vs ლივერპული: პროგნოზი, კომენტარები, კოეფიციენტები
ევროთასების ისტორიაში ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთნენ. 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. მაშინ ინგლისელთა შემადგენლობაში კარლოს ტევესი, ია ია ტურე, სერხიო აგუერო თამაშობდნენ… „სიტი“ იმხანად ჩემპიონატში მეორე გუნდი იყო, კლოპის „დორტმუნდიც“ ჩემპიონატში მეორე ადგილისთვის იბრძოდა. აი ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდებს ვითარება განსხვავებულად ჰქონდათ. გერმანელებმა ჯგუფიც მოიგეს და მერე ფინალამდეც მიაღწიეს („ბაიერნთან“ წააგეს 1:2), ხოლო „სიტიმ“ ბოლო ადგილი დაიკავა ჯგუფში. დორტმუნდში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მანჩესტერში კი ფრე იყო – 1:1. იმ შემადგენლობიდან გერმანელებს დარჩათ მატს ჰუმელსი, ლუკაშ პიშჩეკი, მარკო როისი და მარსელ შმელცერი. დორტმუნდელთა შორის თამაშობდა ილქაი გიუნდოგანი, რომელიც ახლა „სიტიშია“.
ედინ ტერზიჩი („ბორუსიას“ მწვრთნელი):
„შაბათს ჩვენი თამაშით იმედგაცრუებულები ვართ. კრიტიკა დამსახურებულია. მაგრამ ის ნეგატივის გარეშე უნდა მივიღოთ. ჩვენ გვაქვს კლასი და ეს უნდა ვაჩვენოთ.
„სიტი“ ამჟამად ყველაზე ძლიერი გუნდია მსოფლიოში. ჩვენს წინაშე საინტერესო ამოცანაა – უნდა ვაჩვენოთ საუკეთესო ფეხბურთი ორივე მატჩში.
„სიტის“ ბურთი ექნება და ამას უნდა შევეგუოთ. მათ უყვართ მეტოქის მომწყვდევა და სივრცეების გამოთავისუფლება. როდესაც ბურთი გვექნება უნდა ჩავერთოთ. ასეთ დროს კი ჩვენი შეჩერებაც რთულია“.
პეპ გვარდიოლა („სიტის“ მწვრთნელი):
„თუ მანჩესტერში არის ვინმე, ვინც „ბორუსიას“ იცნობს, ეს მე ვარ.
მე ვიცი ამ კლუბის კულტურა, ის, თუ როგორ თამაშობენ. გუნდში არ არის არცერთი მოთამაშე, რომელიც სათანადო დონეზე არ იყოს მომზადებული“.
ფორმა
„სიტიმ“ 7 მარტს „მანჩესტერთან“ რომ წააგო (0:2) იმ მატჩს თუ არ ჩავთვლით, სულ იგებს, ბოლო 5 შეხვედრაც მოგებული აქვს, ბოლო 4-ში კი გოლიც არ გაუშვია.
„ბორუსიას“ კი ბოლო 5 თამაშში მხოლოდ 1 აქვს მოგებული. ბოლო ტურში კი უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო უშუალო კონკურენტ „აინტრახტთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილს კიდვ უფრო დაშორდა.
სავარაუდო შემადგენლობები
„ბორუსიას“ არ ეყოლება: მუკოკო,. სანჩო, შმელცერი, ვიტცელი, ზაგადუ
ბუქმეკერები
ცხადია ფავორიტად „სიტი“ მიიჩნევა. ინგლისური კლუბის გამარჯვებაზე არც თუ დიდი კოეფიციენტია – 1.33. ფრეზე – 5.5 წერია, ხოლო დორტმუნდელთა წარმატებაზე საკმაოდ მაღალია ფსონი – 8.0.
ფეხბურთელებისთვის კიდევ ერთი სტიმული ალბათ პრემიალურებიც იქნება. ნახევარფინალში გასვლაზე 12 მილიონი ევროა, მერე კი ფინალამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 19 მილიონს მიიღებს და კიდევ დამატებით ბონუსებსაც კოეფიციენტის მიხედვით.
[poll id=”12925″]
GIPHY App Key not set. Please check settings