in

ამერიკული მედია: მამუს მეტი დრო თუ სურს ეს უნდა გააკეთოს

ამერიკულმა ვებ-გვერდმა Behind the Buck Pass მილუოკი ბაქსის პირველი წინასასეზონო მატჩი შეაფასა და სანდრო მამუკეკაშვილზეც დაწერა, რომელიც მასპინძელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. აღნიშნული საიტი მამუს შეტევაში გარჯით კმაყოფილია, თუმცა, ამავდროულად მის მინუსებზეც წერს:

“სანდრო მამუკელაშვილი მილუოკი ბაქსის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო საზაფხულო ლიგის მატჩებში, შემდეგ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერად ითამაშა ევრობასკეტი 2022-ზე, ახლა კი, პრესეზონის სასტარტო მატჩშიც მძლავრად გამოიყურებოდა. 21 წუთის განმავლობაში მამუკელაშვილმა 15 ქულა მოაგროვა. მან თამაშიდან 11-დან 6 ტყორცნა გამოიყენა და ეს კარგი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ 5-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო. მის აქტივში 4 მოხსნა და 3 პასიც იყო, თუმცა, ჯორდან ნვორას მსგავსად შეცდომებიც ჰქონდა: ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

საერთო ჯამში, მამუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია სარგებლიანი იყოს ცენტრის და მითუმეტეს, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. თუკი სანდრო ბრუკ ლოპესთანა და სერჟ იბაკასთან ერთად დაიტვირთება, ეს ბაქსს მაღლებში სასურველი უპირატესობის მოპოვების საშუალებას მისცემს. ამასთან, მამუკელაშვილს, ნვორასა და მილუოკის ახალბედა მარჯონ ბუშამპს ბევრი შრომა მოუწევთ, რათა შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ. მემფისთან შეხვედრაში ბაქსის 23 დაკარგვიდან 11 სწორედ აღნიშნულ სამეულზე მოდის. თუკი მათ გუნდის როტაციაში სტაბილური წუთების მიღება სურთ, ხსენებულ კომპონენტს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ”.

შეგახსენებთ, რომ პრესეზონის პირველ შეხვედრაში ბაქსმა გრიზლისთან 102:107 წააგო და ქართველ ლეგიონერს ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა. სანდროს კლუბი სეზონის სტარტამდე კიდევ ოთხ მატჩს ჩაატარებს, განრიგი კი ასეთია: 6 და 8 ოქტომბერს – ატლანტასთან, 12 ოქტომბერს – ჩიკაგოსთან, ხოლო 13 ოქტომბერს – ბრუკლინთან.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას პირველი კომენტარი აიაქსთან მატჩის შემდეგ

ნიკა ამაშუკელს ნოემბერში სერიოზული მატჩები ანდეს