გუშინ, ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალური მატჩები გაიმართა. ისტორიაში პირველად ჩემპიონთა თასის პლეი-ოფის შეხვედრა ქართველმა განსაჯა. მატჩის ძირითადი არბიტრი ნიკა ამაშუკელი გახლდათ.
ამაშუკელმა “ლონდორ აირიშისა” და “კარდიფ ბლუზის” შეხვედრაზე დაინიშნა. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და ბოლო წუთზე დადებული ლელოთი გამარჯვება “ლონდონ აირიშს” დარჩა – 41:35.
ასევე, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო იყო “რასინგ 92″–სა და “ედინბურგის” დაპირისპირება, რომელშიც ფრანგებმა მეტოქე 56:3 გაანადგურეს. გურამ გოგიჩაშვილი მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა და 66-ე წუთზე ჩემპიონთა თასის გათამაშებაში სადებიუტო ლელოს დადებაც მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings