in ,

ქვილითაია პანათინაიკოსს შესთავაზეს

გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა კარიერა ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში “პანათინაიკოსში” განაგრძოს. მოგეხსენებათ, 27 წლის ქართველი თავდამსხმელი ბელგიური “გენტის” საკუთრებაა და არენდის წესით ფამაგუსტას “ანორთოსისის” ღირსებას იცავს.

გიორგი ქვილითაია თავადაც ადასტურებს, რომ “ანორთოსისში” დიდხანს გაჩერებას არ აპირებს და უკეთეს კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. ბერძნული გამოცემა newspao.gr ქვილითაიას “პანათინაიკოსს” სთავაზობს, რადგან მათი აზრით ასეთი ფორვარდი სჭირდება ამ გუნდს.

ქვილთაიას მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი (2 საგოლე გადაცემა). ქართველ თავდამსხმელს „გენტთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ბელგიელებმა 2018 წელს მის შესაძენად 3 მილიონი ევრო გადაიხადეს.

გიორგი ქვილითაია: მაკედონიასთან მარცხი ოცნების დამსხვრევას ჰგავდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია – რა მიზანი შეიძლება გვქონდეს ახალ შესარჩევში

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ლორია: მეკარეობა ცხოვრებას ჰგავს – ერთ ფეხის დაცდენას არ გპატიობენ

ვიდეო: კოსმოსური ჯემი 2-ის ტრეილერი გამოვიდა, მთავარ როლში ლებრონ ჯეიმსია – ვინ არიან სხვა ვარსკვლავები