სანაკრებო პაუზის შემდეგ, Crystalbet ეროვნული ლიგა მე-6 ტურის მატჩებით დაბრუნდა. ტური გოლებით დახუნძლული არ გამოვიდა და 5 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გავიდა.
VI ტური
სამგურალი – სამტრედია 0:1
ტორპედო – შუქურა 0:0
საბურთალო – თელავი 0:0
დინამო ბათუმი – ლოკომოტივი 1:1
დინამო თბილისი – დილა 1:0
ტური აუტსაიდერებმა გახსნეს. წყალტუბოს ‘სამგურალი” საკუთარ ქალაქში დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში მშობლიურ სტადიონზე უქულოდ მყოფ “სამტრედიას” უმასპინძლა. მასპინძლებს დაწინაურება მალევე შეეძლოთ, მაგრამ სერგო კუხიანიძის 11-მეტრიანი დარტყმა გოგი კულუამ მოიგერია. საერთოდ, კულუამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და “სამტრედია” არაერთხელ გადაარჩინა. მატჩის ერთადერთი გოლი კი, 71-ე წუთზე გავიდა. გიგი იოსელიანის შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ მათე კვირკვია დარჩა, ახლო მანძილიდან გაუტანა მაქსიმე ქვილითაიას და “სამტრედიას” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.
ისევ მოგების გარეშეა ქუთაისის “ტორპედო”. მიხეილ აშვეთიას გუნდმა ქობულეთიის “შუქურას” უმასპინძლა და უგოლო ფრეს 0:0 დასჯერდა.
საკმაოდ არასანახაობრივი და მოსაწყენი თამაში გაიმართა “მიხეილ მესხზე”. “საბურთალო” და “თელავი” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.
დაუგეგმავი ქულები დაკარგა ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ბათუმის “დინამომ”. აჭარლები გორში “ლოკომოტივს” დაუპირისპირდნენ და მიუხედავად კოლოსალური უპირატესობისა, მხოლოდ ქულა აიღეს. ბათუმელები მე-6 წუთზე მამუჩაშვილმა დააწინაურა. 31-ე წუთზე კი, ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გურამ კაშიამ გაათანბრა. კაშიამ ეროვნულ ლიგაში 11-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. დარჩენილ დროში ზღვისპირელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა “ლოკოს” ახალგაზრდა კარის დარაჯმა გიორგი მამარდაშვილმა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
ტურის დასკვნითი მატჩი კი, “დინამო არენაზე” გაიმართა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” გორის “დილას” დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო. მატჩი გიორგი ნემსაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა. ერთადერთი გოლი “დინამომ” გორელთა მეკარის ლუკა გუგეშაშვილის უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანა.
6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება
GIPHY App Key not set. Please check settings