საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “სერენის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ბელგიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ “ანდერლეხტში აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Voetbalnieuws.be ავრცელებს.
აქვე დავამატებთ, ვინსენ კომპანის გუნდის ინტერესის პარალელურად, მიქაუტაძეს “მეცმა” მოქმედი ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.
ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 1.2 მილიონ ევროს შეადგენს და არ არის გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ, მისმა ფასმა კიდევ მოიმატოს.
მიქაუტაძეს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings