in

ჰაალანდის მამა და აგენტი ლაპორტას ხვდებიან: ვიხილავთ ნორვეგიელს ბლაუგრანაში?

20 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდის ერლინ ჰაალანდის გადაბირებით არაერთი სახელოვანი კლუბია დაინტერესებული “მანჩესტერ სიტი” მას სოლიდურ ხელფასსაც სთავაზობს, მაგრამ როგორც ადრე დაიწერა ნორვეგიელს “ბარსელონაში” თამაში სურს და მინი რაიოლა და ჟოან ლაპორტასაც კარგი ურთიერთობა აქვთ.

ეს უკვე ნამეტანია… სიტი ჰაალანდს დაუჯერებელ ხელფასს აძლევს

დღეს, ავტორიტეულმა ესპანურმა მედია საშუალებებმა: “Mundo deportivo”, “Dario sport”, “insider” საკუთარ ვებგვერდზე ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ჰაალანდის აგენტი მინი რაიოლა და ფეხბურთელის მამა ალფ-ინგე ჰაალანდი ბარსელონაში არიან ჩასულები და ისინი “ბლაუგრანას” ახლადარჩეულ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას ხვდებიან.

როგორც ესპანურ მედიაში იწერება “ბარსელონა” ჰაალანდის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ნორვეგიელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი, 110 მილიონი ევროა.

ერლინ ჰაალანდი ნორვეგიული “ბრანის” აღზრდილია. შემდეგ იყო “ზალცბურგი”, რომლისგანაც “დორტმუნდში” გაიყიდა.

ნორვეგიელ ტალანტს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში დორტმუნდელთა შემადგენლობაში 21 მატჩში 21 ბურთი აქვს გატანილი. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სონში კი, მის ანგარიშზე 6 მატჩში 10 გოლია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე შესაძლოა ანდერლეხტში გადავიდეს

დავით ყიფშიძე ძალოსნობის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს: ხვალ ევროპა იწყება