in

იოზილისა და კოლაშინაცის თავდამსხმელებს 100 წელი მიუსაჯეს

ბანდას, რომელმაც იმხანად ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელების მესუთ იოზილისა და სეად კოლაშინაცის გაძარცვა სცადა, პატიმრობა მიესაჯა. დიდი ბრიტანეთის სამეფო სასამართლომ 8 ბოროტმოქმედს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასეთი სოლიდური სასჯელი ჯამში 20-მდე კანონდარღვევამ გამოიწვია და მათ შორის იყო ფეხბურთელების გაძარცვის მცდელობაც. მოსამართლე ანა ბორნას განცხადებით, ბანდის წევრები ჩხირებით და სახრახნისებით იყვნენ შეიარაღებული.

„ეს ძარცვა მათ დიდი სიფრთხილით დაგეგმეს, შეიარაღდნენ ისეთი ბასრი იარაღით, რომლითაც სერიოზული ტრავმების მიყენება შეეძლოთ. მათ თან ჰქონდათ საქსოვი ჩხირები და ასევე სახრახნისები“.

ბანდას სურდა, რომ იოზილისა და კოლაშინაცისთვის 200 ათას ფუნტ სტერლინგად შეფასებული საათი წაერთმია.

მოთამაშეებმა მათგან თავის დაღწევა მოახერხეს – ბოსნიელი მცველი იოზილის ჯიპიდან გადმოხტა და მძარცველებს შეუტია.

იოზილი ამჟამად „ფენერბახჩეში“ თამაშობს, კოლაშინაცი კი „შალკეშია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშიამ კალაძეს გადაასწრო: კანკავას კობიაშვილის რეკორდამდე ერთი მატჩი დარჩა

უეფამ ტრიბუნებზე მაყურებლის შეზღუდვა მოხსნა