in

ვიდეო: ბითაძის 7 ქულა და წაგება მაიამისთან

გამთენიისას, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს მორიგ შეხვედრაში პლეი-ოფში მოსახვედრად მის მთავარ კონკურენტს “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 87:92 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე გატარებულ არასრულ 11 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 1-დან ერთი 3-ქულიანი, ის მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ შეხვედრაში +7 იყო.

“პეისერსიდან“ ყველაზე შედეგიანი მაილს ტერნერი აღმოჩნდა, რომელსაც 15 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება ჰქონდა. საბონისს კი 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მან 9 ქულასთან ერთად 14 მოხსნა გაიფორმა.

ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 3 აპრილს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანია კაპუტ, ინგლისში მოგება დაივიწყეთ, სომხეთი ეძახე და… მუნდიალის შესარჩევი

ხვიჩა კვარაცხელია: საბერძნეთთან მოგება შეგვეძლო, მაგრამ ცოტა გადაღლილობაც დაგვეტყო