პსჟ-ს ნახევარმცველის ანხელ დი მარიას სახლი პარიზელთა საშინაო მატჩის დროს გაძარცვეს. მთელი თამაშის განმავლობაში არგენტინელის ოჯახი ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.
თავად ანხელი 62-ე წუთზე მას შემდეგ შეცვალეს, რაც პარიზელების სპორტულმა დირექტორმა ინციდენტის შესახებ მაურისიო პოჩეტინოს შეატყობინა. სტადიონის დატოვების შემდეგ დი მარია სასწრაფოდ შინისაკენ გაეშურა.
წყაროს ინფორმაციით, მატჩის დროს გაძარცვეს პსჟ-ს მცველის მარკინიოსის მშობლების სახლიც და მისი ოჯახიც ტყვედ აიყვანეს. ბრაზილიელმა მოედანზე მთელი 90 წუთი გაატარა.
პოლიციამ ორივე ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ დი მარიას სახლის გაძარცვა 2015 წელსაც სცადეს, მაშინ ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა.
ევერტონის მეკარეს მაჩეტეთი თავს დაესხნენ: ოლსენი ამ დროს ოჯახთან ერთად იყო
სიტის, მანჩესტერის, ევერტონისა და ლივერპულის ფეხბურთელებს ძაღლები დაიცავენ
GIPHY App Key not set. Please check settings