in

იდეალური, 57-ე და 22 წუთში შესრულებული ჰეთ-თრიქი: კრიშტიანოს ყველა სტადიონზე გააქვს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ სერია ა-ს 27-ე ტურში „კალიარის“ 3 გოლი გაუტანა (3:1).

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანოს ეს ჰეთ-თრიქი ერთგვარად „იდეალური ჰეთ-თრიქია“. მე-10 წუთზე მან თავით შეაგდო, 25-ე წუთზე პენალტი გამოიყენა (მისივე წაქცევისთვის დაინიშნა), ხოლო 32-ე წუთზე მარცხენათი ძლიერად და ზუსტად დაარტყა საჯარიმოს კუთხიდან.
„იდეალური“ გამოდის, რადგან 36 წლის ფეხბურთელმა გაიტანა – თავით, მარცხენა ფეხით და მარჯვენა ფეხით.

რონალდომ ჰეთ-თრიქი 22 წუთში გააკეთა.

მხოლოდ ერთხელ მოუხერხებია სამი გოლის გატანა უფრო სწრაფად. „რეალში“ თამაშისას 2015 წლის სექტემბერში „ესპანიოლს“ (6:0) 20 წუთში შეუსრულა ჰეთ-თრიქი.

პორტუგალიელმა 57-ედ გაიტანა ერთ მატჩში 3 გოლი.

რონალდომ 57-ე ჰეთ-თრიქი გაიფორმა კარიერაში. აქედან 44 „რეალზე“ მოდის, 3 – „იუვენტუსში“ აქვს გატანილი, 1 – „მანჩესტერში“ და 9 ნაკრებში.

რონალდომ პირველად გაიტანა სტადიონ „სარდენიაზე“.
კრიშტიანოს ყველა, 18 სტადიონზე გაუტანია გოლი, სადაც ჩემპიონატის მატჩი უთამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი 36-ეა

ვიდეო: ისტორიული მატჩი – 3 ავტოგოლი 19 წუთში