პრემიელიგაში ორი გამორჩეული მატჩი შედგა. ლონდონური დერბი, როგორც იქნა, „არსენალმა“ მოიგო და ამით ჟოზე მოურინიოს საქმე კიდევ უფრო გაურთულა. როგორია ასეთ კონკურენციაში ოთხეულში მოხვდე, როდესაც ქულებს კარგავ. იგივე ითქმის „ევერტონზეც“, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ქულები გაანიავა საშინაო მოსაგებ თამაშში. „მანჩესტერმა“ კი რის ვაი-ვაგლახით მაინც გამოსტაცა 3 ქულა ასევე ოთხეულის მსურველ „ვეტს ჰემს“ და მე-2 ადგილიც შეინარჩუნა, რომელსც „მელიებმა“ დაადგეს თვალი. „სიტი“ კი ჩვეულად მიუყვება საჩემპიონოი გზას.
“სიტიმ” ზედიზედ მე-8 გასვლითი შეხვედრა მოიგო.
სერხიო აგუერომ სეზონში პირველი გოლი გაიტანა – პენალტი „ფულჰემთან“. არგენტინელმა მხოლოდ 8 მატჩი ითამაშა.
„მანჩესტერმა“ 13 მატჩამდე გაზარდა წაუგებელი სერია, ზედიზედ 4 მატჩია პრემიერლიგაში გოლს არ უშვებს.
სულშერი: „მარტივად შეგვეძლო 2-3 გოლის გატანა. „მანჩესტერს“ მოსწონს საკუთარი თავისთვის ცხოვრების გართულება“.
„არსენალი“ არ აგებს ზედიზედ 5 მატჩია.
„არსენალმა“ „ტოტენჰემი“ პირველად დაამარცხა 2018 წლის შემდეგ, რითაც დერბიში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
არტეტამ პრემიერლიგაში მოურინიოს მე-3 ცდით მოუგო. ვენგერს იგივე მე-13 შეხვედრაში გამოუვიდა.
„ტოტენჰემს“ 9 წაგება აქვს პრემიერლიგაში. მოურინიომ კარიერაში საკუთარი ყველაზე ცუდი შედეგი გაიმეორა.
ედეგორმა პირველი გოლი გაიტანა პრემიერლიგაში.
ჯეიმი ვარდის 101 (81+20) ქულა აქვს პრემიერლიგაში 30 წლის ასაკის შემდეგ. მანამდე ასეთი რამ მხოლოდ 5 ფეხბურთელმა მოახერხა.
“ევერტონმა” 2021 წელს 5 საშინაო შეხვედრა წააგო. ამაზე მეტჯერ (6) პრემიერლიგაში მხოლოდ “ლივერპული” დამარცხდა.
ტომას ტუხელს 0 წაგება აქვს „ჩელსიში“ პირველ 12 მატჩში. მან სკოლარის რეკორდი გაიმეორა.
„ჩელსი“ ტუხელის ხელში: 8 მოგება, 4 ფრე.
კაცი, რომელიც გვარდიოლას ჯობს – პრემიერლიგა ფაქტებში (27-ე ტური)
პრემიერლიგა – 28-ე ტური
ნიუკასლი – ასტონ ვილა 1:1
ლიდსი – ჩელსი 0:0
კრისტალ პალასი – ვესტ ბრომვიჩი 1:0
ევერტონი – ბარნლი 1:2
ფულჰემი – სიტი 0:3
საუთჰემპტონი – ბრაიტონი 1:2
ლესტერი – შეფილდი 5:0
არსენალი – ტოტენჰემი 2:1
მანჩესტერი – ვესტ ჰემი 1:0
ორშაბათი, 15 მარტი
ვულვერჰემპტონი – ლივერპული
GIPHY App Key not set. Please check settings