in

ესპანელებს გავუძელით: საქართველომ მძიმე ბრძოლაში მოიგო

პირინეის ნახევარკუნძულს “ბორჯღალოსნები” ორი გამარჯვებით ტოვებენ. ლისაბონში პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მადრიდში ესპანეთს დაუპირისპირდა და ძალიან მძიმე, დრამატულ შეხვედრაში 25:19 დაამარცხა. ეს იყო საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების 22-ე ურთიერთდაპირისპირება და ქართველებმა ესპანეთი მე-18-ედ დაამარცხეს.

ცუდი დასაწყისის კარგი დასასრული: საქართველომ პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და მატჩის საწყის წუთებშივე შვძელით მეტოქის დალელოვება. გელა აფრასიძემ რაქის გვერით ე.წ. “ნულოვან ზონაში” შეუტია. მართალია ჩვენი გუნდის ჰავბეკი შებოჭეს, მაგრამ გელამ ბურთი კარგად შეაცურა, რომელსაც თორნიკე ჯალაღონია კარგად მიყვანა და მატჩის პირველი ლელო დაამიწა. თედო აბჟანდაძემ გარდასხვა ბრწყინვალედ შეასრულა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა მატჩისგან გასხვავებით, დღეს ფეხით დარტყმებში პრობლემა არ გვქონია, მაგრამ ამ დონის ნაკრებს თედო აბჟანდაძის გარდა, ერთი მაღალკვალიფიციური დამრტყმელი აუცილებლად სჭირდება.

თორნიკე ჯალაღონიას ლელო

“ბორჯღალოსნებს” ლელოს გატანისგან მიღებული სიამოვნება განელებული არ ჰქონდათ, როდესაც ესპანელმა “ლომებმა” პირველივე საპასუხო შეტევაში დაგვალელოვეს. ჯერ ნინიაშვილი შეცდა პოზიციურად, შემდეგ კვესელაძე და ლინკლატერმა დაგვალელოვა. გუემეშმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 7:7.

ამის შემდეგ, ქართველების თამაშში პრობლემები დაიწყო. საქართველოს ნაკრებს კომბინაციური თამაში და ფაზების აკინძვა უჭირდა, რის გამოც ორი-სამი რაქის გვერდით ძალისმიერი დარტყმის შემდეგ, გელა აფრასიძე იძულებულ იყო ფეხით მაღალი ბურთი აეწია, მაგრამ ესპანელებმა ამ კომპონენტშიც ძალიან დაგვჩაგრეს. ჰაერში ლოპესმა უბრალოდ შანსი არ დაგვიტოვა. ასევე, ძალიან ცუდი იყო ჩვენი გუნდის დერეფანი. შალვა მამუკაშვილმა აუტში ბურთის ცრუ აგდებისა და არასწორად მოწოდებისთვის სამი დერეფანი დაკარგა. ჩვეული სიძლიერით ვერ გამოირჩეოდა “ბორჯღალოსნების” შეტევითი მოლი. ესპანელები მოლს კარგად და რაც მთავარია უჯარიმოდ გვიქცევდნენ. პირველ ნახევარში გუნდებმა თითო-თითო ზუსტი ჯარიმები გაცვალეს და ტაიმიც ასე მორჩა – 10:10.

მეორე ნახევარიც საქართველოს ნაკრებმა ცუდად დაიწყო. ჩვენი გუნდი შერკინებაში ადრეული მიწოლისთვის დაჯარიმდა და გუემეშმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ესპანეთი წინ გაიყვანა.

მალევე საქართველოს ნაკრებისთვის ამ მატჩში კარგი 10-წუთიანი მონაკვეთი დაიწყო. ბუკა შარიქაძემ ხაზი გაჭრა და აკა ტაბუცაძეს ნაკრების მაისურით მეშვიდე ლელო გაატანინა.

ამის შემდეგ სანერვიულო პერიოდი დაგვეწყო. ესპანელები გვიტევდნენ და ბოლოს საქართველო მხოლოდ გაძლებაზე თამაშობდა. მატჩში გარდამტეხი ბრეგვაძის ლელო გამოდგა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” მეორე გამარჯვება მოუპოვა.

პირინეელები ბოლოს დიდი ძალებით გვიტევდნენ და ჩვენს 5-მეტრიან ზონასაც მიგვაჯაჭვეს, მაგრამ ვერაფერი ღირებული გააკეთეს.

საბოლოოდ, 25:19 და 9 ქულით საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

მომდევნო მატჩს ლევან მაისაშვილის გუნდი 20 მარტს კალინინგრადში რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ისევ გაიტანა – ხვიჩამ 3 ქულა მოაგროვა ბოლო 3 მატჩში

ბარსა აგუეროს მოელაპარაკა: სერხიო მესისთან მიდის