in

ჩელსის კეპას ყოველი სეივი 558 ათასი ევრო უჯდება

ლონდონის „ჩელსის“ მეკარის კეპა არისაბალაგას მიერ აღებული ყოველი ბურთი 558 ათასი ევრო ღირს. ესპანელი ყოველი სეივის ღირებულებით მეკარეთა სიაში მესამე ადგილს იკავებს.

კეპა „ჩელსიში“ წელიწადში 9,1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თანაც მთელი სეზონის განმავლობაში მან კარი მხოლოდ 12-ჯერ გადაარჩინა. გამოდის, თითოეული სეივი კლუბს 558 ათასი ევრო დაუჯდა.

კეპა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მან “ჩელსის” ძირითადში ადგილი დაკარგა, მაგრამ ეს მის ჯამაგირზე არ მოქმედებს.

კეპა “ჩელსიში” ბილბაოდან გადაბარგდა 83 მლნ ევროს სანაცვლოდ.
ამ სეზონში მან პრემიერლიგაში 4 მატჩი ითამაშა და 6 გოლი გაუშვა.

სიაში პირველ ადგილს „საუთჰემპტონის“ მეკარე ფრეიზერ ფორსტერი იკავებს და მისი შემოსავალი წელიწადში 4,24 მილიონი ევროა. ამ სეზონში ინგლისელმა კარი სამჯერ გადაარჩინა და ერთ მილიონზე მეტია თითო სეივზე. მეორე ადგილზე „ვესტ ჰემის“ მეკარე დარენ რანდოლფია. ირლანდიელმაც სამი სეივი მოასწრო და წლიური 2,45 მილიონი ევროს ხელფასის გათვალისწინებით, მისი ერთი სეივი 580 ათასი გამოდის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს და მზადაა კომენტატორს პირადად შეხვდეს და შეურაცხყოფისთვის პასუხი მოსთხოვოს

ირაკლი აბუსერიძე: ტყემალაძე აირჩია პოლიციამ და არა მორაგბეებმა – ბრძოლა ახლა იწყება