გიორგი კვესელაძის შემდეგ ინგლისის პრემიერშიფში კიდევ ერთი ქართველი მორაგბე ითამაშებს.
Სარაგბო გვერდ “ოვალური სამყაროს” ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკოლოზ აბულაძე Worcester warriors-ის შემადგენლობაში ითამაშებს.
26 წლის ქართველი ბურჯი განვლილ სეზონში ბოლნისის “ყოჩების” ღირსებას იცავდა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონიც გახდა. წელსვე შედგა მისი დებიუტი ეროვნული გუნდის რიგებში და “ბორჯღალოსნების” კვართით 3 შეხვედრა ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings