10-წლიანი ლოდინი დასრულდა და შოტლანდიის ჩემპიონი გლაზგოს “რეინჯერსი” გახდა. სტივენ ჯერარდის გუნდს 88 ქულა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, ის მდევრებისთვის მიუწვდომელია.
რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონია: პირველად 10 წელიწადში
სტივენ ჯერარდისთვის ეს სამწვრთნელო საქმიანობაში პირველი ტიტული იყო და “რეინჯერსი” ძველ სიმაღლეზე დააბრუნა, მაგრამ როგორც შოტლანდიურ მედიაში წერენ და გლაზგოური კლუბის ქომაგები ამბობენ, არაა გამორიცხული სეზონის დასრულების შემდეგ, სტივიჯიმ “რეინჯერსი” დატოვოს და “ლივერპულში” დაბრუნდეს.
ჯერარდის შემცვლელად კი შოტლანდიელები შოთა არველაძესაც მოიაზრებენ. ქართველის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ითხოვენ კლუბის ფანები სოციალურ ქსელში.
„შოთა არველაძე „რეინჯერის“ მომდევნო მენეჯერია (მთავარი მწვრთნელი)“, – წერენ გლაზგოური კლუბის ფანები.
„ჯერარდი ზაფხულში „ლივერპულში“ წავა. შოთი, „რეინჯერსის“ გასაწვრთნელად მგონი შენ ჩახვალ. გლაზგოელები წელს ლიგაზე ითამაშებენ, თანაც, ამდენი წვალების მერე, კარგი გუნდი ჩამოყალიბდა“ – წერენ “რეინჯერსის” გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.
შოთა არველაძე ბოლოს ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარი მწრვთნელი იყო და კლუბთან ერთად ხუთი ტიტული მოიპოვა.
შოთა არველაძე: ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და ყატარიდან მაქვს შემოთავაზებები
12 წლის შემდეგ: შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებული ვერსია გამოვა
შოთა არველაძე “რეინჯერსის” შემადგენლობაში 2001-2005 წლებში თამაშობდა და 95 შეხვედრაში 44 ბურთი გაიტანა. ჩვენიანი ორჯერ გახდა შოტლანდის ჩემპიონი (2003 და 2005 წწ) და ორჯერ მოიგო შოტლანდიის თასი.
GIPHY App Key not set. Please check settings