პორტალმა The Nation News იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, ვინც კარიერაში 100 გოლი ადრეულ ასაკში გაიტანა.
სიაში პირველ ადგილს ნეიმარი იკავებს, რომელმაც საიუბილე გოლი 20 წლის ასაკში გააფორმა. მეორეა ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდია, რომელმაც თავისი მე-100 გოლი ცოტა ხნის წინ, „ბაერნის“ წინააღმდეგ შეაგდო. იმ მომენტისთვის ნორვეგიელი 20 წლისა და 228 დღის იყო.
ჰაალანდმა 100 გოლი უფრო მალე გაიტანა, ვიდრე მესიმ, რონალდომ, ზლატანმა და მბაპემ
ლიდერთა სამეულს კილიან მბამპე ასრულებს, ფრანგმა 100-გოლიან ნიშნულს მან 20 წლის და 356 დღის ასაკში მიაღწია.
- ნეიმარი (ბრაზილია) – 20 წელი
- ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია) – 20 წელი, 228 დღე
- კილიან მბამპე (საფრანგეთი) – 20 წელი, 356 დღე
- რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 22 წელი, 138 დღე
- სერხიო აგუერო (არგენტინა) – 22 წელი, 147 დღე
- ლიონელ მესი (არგენტინა) – 22 წელი, 206 დღე
- უეინ რუნი (ინგლისი) – 23 წელი, 37 დღე
- მაიკლ ოუენი (ინგლისი) – 23 წელი, 133 დღე
- ჰარი კეინი (ინგლისი) – 23 წელი, 213 დღე
- კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 23 წელი, 255 დღე
GIPHY App Key not set. Please check settings