in

დავით ზირაქაშვილი კლერმონში ბრუნდება: ქართველი შერკინებას გაწვრთნის

ქართული რაგბის მორიგი აღიარება. ფრანგულ წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა ბურჯი დავით ზირაქაშვილი ისტორიული ფრანგული კლუბის “კლერმონის” სამწვრთნელო სტაფში იმუშავებს. ზირაქა “კლერმონის” შერკინებას ავარჯიშებს. ამ ეტაპზე ზირაქაშვილი მიმდინარე სეზონში ფრანგული ტოპ 14-ის ლიდერი კლუბის “ლა როშელის” შერკინების მწვრთნელია.

დავით ზირაქაშვილი “კლერმონის” შემადგენლობაში 16 წელი თამაშობდა და 337 შეხვედრაში 18 ლელო დადო. მან კლუბის შემადგენლობაში ტოპ 14-ის 4 ფინალი ითამაშა და გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

დავით ზირაქაშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 53 შეხვედრა ჩაატარა და 8 ლელო დადო. განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი ლელო ტრაბზონში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ ლოვრენი გააწამა: რუბინმა ჩემპიონი დაამარცხა – როგორ ითამაშა ხვიჩამ

ფოტო: პირისპირ ბუნებასთან: გულშემატკივრების გარეშე მესტალიაზე ბალახი ამოვიდა