„ლივერპულმა“ ისევ წააგო – პრემიერლიგაში ზედიზედ მე-6 საშინაო მატჩი. კლუბის უერთგულესი გულშემატკივრები არ დაელოდნენ გუნდის მორიგ წარუმატებლობას და „ფულჰემთან“ მატჩის დროს თვითმფრინავიდან ბანერი გადმოჭიმეს.
„ენფილდს“ ბანერმა შეხვედრის მეორე ტაიმში გადაუფრინა, რომელზეც ეწერა: „ძალა ერთობაშია. წინ წითლებო,YNWA!“
„ლივერპულმა“ 0:1 წააგო „ფულჰემთან“.
ეს ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ლემინამ სალაჰის შეცდომის შედეგად გაიტანა.
„ლივერპულმა“ სეზონში მე-9 თამაში წააგო.
მარტო „ლივერპულმა“ და საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 გუნდმა ვერ გაიტანეს 2021 წელს თამაშიდან გოლი საკუთარ სტადიონზე ტოპ 5 ლიგაში.
GIPHY App Key not set. Please check settings