ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ 4:2 დაამარცხა დორტმუნდის „ბორუსია“ და ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
„ბაიერნს“ 55 ქულა აქვს და პირველია („ლაიპციგს“ 2 ქულით უსწრებს), ხოლო „ბორუსია“ 39 ქულით მე-6 ადგილზეა.
რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ერლინგ ჰაალანდმა დუბლი გაახერხა.
ბაიერნი – ბორუსია დ 4:2
0:1 – 2 ჰაალანდი, 0:2 – 9 ჰაალანდი, 1:2 – 26 ლევანდოვსკი, 2:2 – 44, ლევანდოვსკი – პენ, 3:2 – 88 გორეცკა, 4:2 – 90 ლევანდოვსკი.
ბაიერნი: ნოიერი, ზიულე, ბოატენგი (ხავი მარტინესი, 70), ალაბა, დევისი, გორეცკა, კიმიხი, მიულერი (ჩუპო-მოტინგი, 90), ლევანდოვსკი, კომანი (გნაბრი, 66), სანე (ლუკა ერნანდესი, 90).
ბორუსია: ჰიტცი, ჰუმელსი, ჯანი, ზაგადუ (მორეი, 70), შულცი, მონიე, დელეინი (ბელინგემი, 70), აზარი (ბრანდტი, 60), დაუდი, როისი (რეინერი, 76), ჰაალანდი (ტიგესი, 60).
ედინ ტერზიჩი („ბორუსიას“ მწვრთნელი“):
„ყველაფერი კარგად დაიწყო, და საშინლად დასრულდა. „ბაიერნი“ ძალიან დიდ ზეწოლას ანხორციელებდა.
24-ე წუთზე შეგვეძლო ანგარიში 3:0 გაგვეხადა, ეს იყო გარდამტეხი მომენტი.
ჩვენ ბევრს დავრბოდით, მაგრამ ზეწოლას ვეღარ გავუმკლავდით და ამის გამო შინ უქულოდ ვბრუნდებით“.
ჰანს-დიტერ ფლიკი (“ბაიერნის” მწვრთნელი”):
“ახლა მეტოქე გოლს გვიტანს, როგორც კი ამის შანსს მიიღებს.
ჩვენ გამოვფხიზლდით 0:2-ის შემდეგ, ვაჩვენეთ, რო ჩვენთვის ასე მარტივად ქულების წართმევა არ ხდება. საბოლოოდ ჯამში, დავიმსახურეთ გამარჯვება, რადგან 60 წუთი ვდომინირებდით”.
ჰაალანდმა 100 გოლი უფრო მალე გაიტანა, ვიდრე მესიმ, რონალდომ, ზლატანმა და მბაპემ
რობერტ ლევანდოვსკიმ 29-ე, 30-ე და 31-ე გოლები გაიტანა გერმანიის ჩემპიონატის 23-ე მატჩში. ბუნებრივია სწორედ ისაა ბუნდესლიგის ბომბარდირი, მეორე-მესამე ადგილებს ჰაალანდი და ანდრე სილვა („აინტრახტი“) იყოფენ – 19 გოლი.
ლევანდოვსკიმ მე-12 ჰეთ-თრიქი შეასრულა გერმანიის ჩემპიონატში და ამ მაჩვენებლით გაუტოლდა კლაუს ფიშერს და მარიო გომესს.
ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ ლეგენდას გერდ მიულერს აქვს შესრულებული – 32.
ლევანდოვსკის 20 გოლი აქვს „ბორუსიასთან“ ჩატარებულ 14 მატჩში. ამაზე მეტი არცერთ სხვა ფეხბურთელს არ გაუტანია.
მანუელ ნოიერმა 422-ე მატჩი ჩაატარა „ბაიერნში“, ის რუმენიგეს დაეწია. რეკორდსმენი მაიერია – 661 თამაში.
„ბორუსიამ“ შეწყვიტა 5-მატჩიანი წაუგებელი სერია.
„ბაიერნს“ ზედიზედ 5 მოგება აქვს დორტმუნდის „ბორუსიასთან“.
ჰაალანდმა „ბორუსიაში“ 45 გოლი გაიტანა 46 მატჩში. მან 29 გოლი გაიტანა ამ სეზონის 28 შეხვედრაში.
GIPHY App Key not set. Please check settings