როგორც ამბობენ, ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო. აი 5 მაგარი ფეხბურთელი, რომლებმაც ფეხბურთის მოედნის გარდა, კინოშიც გამოიჩინეს თავი.
ზინედინ ზიდანი
ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც უამრავი ტროფეი მოიგო. ზიზუმ ბევრ ფილმში საკუთარი თავი ითამაშა, მათ შორის ცნობილია „გოლი“, „გოლი 2“ და „ზიდანი: 21-ე საუკუნის პორტრეტი“. ხოლო ყველაზე დასამახსოვრებელი როლი ითამაშა ფილმში „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე“.
დევიდ ბექჰემი
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა. ბექსი მრავალ სარეკლამო რგოლსა და კინოშია გადაღებული, თუმცა გამორჩევა შეიძლება ფილმების „ითამაშე, როგორც ბექჰემმა“ და „მეფე არტურის ხმალი“.
ერიკ კანტონა
ექსცენტრიული ფრანგი ვარსკვლავი ფეხბურთიდან მთლიანად სამსახიობო საქმიანობაში გადავიდა. ყველა ფილმს ვერ ჩამოთვლი, მაგრამ აღსანიშნავია „გამოცვლა“, „გადარჩენა“, “ერიკის ძიებაში“.
პელე
ფეხბურთის მეფე ძირითადად ეპიზოდებში ფიგურირებს, მაგრამ ერთში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. საუბარია ციხის გუნდის შესახებ ფილმზე „გაქცევა გამარჯვებისკენ“, რომელშიც სტალონეც თამაშობს.
ვინი ჯონსი
ჯონსი ერთ-ერთი ყველაზე ხისტი და სკანდალური ფეხბურთელია (უელსელთა რიგებში საქართველოს ნაკრებთანაც უთამაშია) და მეტოქეს თავისი მარტო გამოჩენითაც შიშის ზარს სცემდა. მის ზურგზე უამრავი ფილმია – „ბანქო, ფული, ორი ლულა“, „დიდი ფსონი“.
GIPHY App Key not set. Please check settings