მოსკოვის ცსკა-ს მეშვიდე მარცხი ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში. რეგულარული სეზონის 28-ე ტურის შეხვედრაში მოსკოველები სტამბოლში “ეფესს” ესტუმრნენ და 30-ქულიანი სხვაობით განადგურდნენ.
მოსკოველებს საშინელი პირველი მეოთხედი ჰქონდათ. ცსკამ საკუთარ კალათში 31 ქულა მიიღო, თავად კი, მხოლოდ 13 ჩააგდო. ანალოგიურად განვითარდა სიტუაცია მეორე მეოთხედში, რომელიც თურქებმა 24:15 მოიგეს.
დიდი შესვენების შემდეგ, არმიელებმა ვითარება შედარებით გამოასწორეს, მაგრამ მატჩში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლეს.
თორნიკე შენგელია ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 24 წუთში – 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. თოკოს თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.
შენგელია ძველ ფორმას უბრუნდება: ცსკა-მ მაკაბი დაამარცხა
ცსკა-ს 27 მატჩში 18 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე “ბარსელონაა”, რომელიც მოსკოველებს 2 ქულით უსწრებს.
მომდევნო შეხვედრას ცსკა 11 მარტს “მილანის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings