in

იტალიური მასტერკლასი დინამოს: ქართული გუნდი ბრეშასთან დამარცხდა

თბილისის “დინამოს” ზედიზედ მესამე, ისე კი მეხუთე მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე. დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი გუნდი იტალიურ “ბრეშას” დაუპირისპირდა და 6:14 დამარცხდა. ‘ბრეშა” ევროპა ლიგის 4-გზის გამარჯვებულია.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მატჩი იტალიელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ “დინამომ” ყველაფრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა და მრისხანე იტალიელებს სერიოზული წინააღმდეგობაც გაუწია. ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად პირველი პერიოდი ჩააგდო, დანარჩენ დროში კი, შეძლებისდაგვარად, მეტოქეს ქულა-ქულაში მიყვებოდა.

“დინამოს” შემადგენლობაში გამორჩეული სერბი ლეგიონერი დუშან ვასიჩი და ჩვენი გუნდის გოლკიპერი ირაკლი რაზმაძე გახლდათ.

საბოლოოდ, 14:6 იტალიური “ბრეშას” სასარგებლოდ და “დინამომ” პლეი-ოფში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა. ქართული გუნდი ხვალ ესპანურ “ბარსელონეტას” დაუპირისპირდება.

დინამო განადგურდა: პლეი-ოფის შანსი შემცირდა

დღეს უკეთ, ვიდრე გუშინ: დინამო ფერენცვაროშთან დამარცხდა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისური საფეხბურთო იდეოლოგია: ინგლისელების ხედვა ევროტურნირებზე

ბილბაო 14 დღეში ესპანეთის თასის ორ ფინალს ითამაშებს