in

ეთერ ლიპარტელიანი: ოლიმპიადამდე მხოლოდ სამ ტურნირზე გამოვალ

რატომ გადაწყვიტა ძიუდოისტობა, როგორია მისი ერთი ჩვეულებრივი სპორტული დღე, როგორ ემზადება ოლიმპიადისათვის და რომელ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას უახლოეს ხანებში – რადიო „ფორტუნას“ სტუმარია მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.

ეთერ ლიპარტელიანი: იშრომე მანამ, ვიდრე შენი ხელმოწერა ავტოგრაფად არ გადაიქცევა (ექსკლუზივი)

ეთერ, პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ წარმატებული გამოსვლა თელ-ავივში და მოპოვებული ოლიმპიური ლიცენზია. ვიდრე თქვენს სპორტულ წარმატებებზე ვისაუბრებთ, ალბათ ყველას უნდა გაიგოს, რატომ მიიღეთ არაორდინალური გადაწყვეტილება და გადაწყვიტეთ პროფესიონალი ძიუდოისტი გამხდარიყავით?

ძიუდოთი ჩემი დაინტერესება 8 წლის ასაკიდან დაიწყო. როდესაც ძიუდოზე შევედი, სვანეთში ვცხოვრობდი, სადაც მხოლოდ ბიჭების გუნდი იყო და შესაბამისად, მათთან ვვარჯიშობდი. ორი წლის შემდეგ ბიძაჩემმა, მალხაზ ლიპარტელიანმა რუსთავში წამომიყვანა, საიდანაც თბილისში დავდიოდი. ვარჯიშები ყოველდღიურად მქონდა და შესაბამისად, რუსთავიდან თბილისში ყოველდღე მიწევდა ჩასვლა. რომ არ ჩამოვსულიყავი, ძიუდოში არანაირი მომავალი არ მექნებოდა. საბედნიეროდ, შევძელი წარმატებისთვის მიმეღწია.

როგორია თქვენი, როგორც პროფესიონალი სპორტსმენის ერთი დღე? რამდენს და რა ინტენსივობით ვარჯიშობთ და თუ გრჩებათ თავისუფალი დრო სხვა აქტივობების, მაგალითად სწავლისათვის ან მეგობრებთან ერთად სადმე წასასვლელად?

საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, მით უმეტეს ახლა, როცა შეკრებაზე ვიმყოფები. შეკრებას გორში გავდივართ. დღეში ორი-სამი ვარჯიში გვაქვს და ძირითადად დღე სხვადასხვა ტიპის ვარჯიშში გადის. საბედნიეროდ, ცოტა დრო სწავლისთვისაც მრჩება, ამჟამად უნივერსიტეტში ვსწავლობ და ინგლისურის კურსსაც გავდივარ. დასვენებისთვის მხოლოდ კვირას თუ მოვიცლი, სხვა დღეებში ძირითადად დაკავებული ვარ.

რომელ ტურნირებში აპირებთ მონაწილეობას უახლოეს თვეებში, ოლიმპიადამდე? ახლა, როცა ლიცენზია გაქვთ, შეგიძლიათ თავს ტურნირების გამოტოვების საშუალება მისცეთ. თუმცა ალბათ თბილისის გრან-პრიზე აუცილებლად გიხილავთ?..

დიახ, ზოგიერთ ტურნირს გამოვტოვებ, მაგალითად, ტაშკენტის გრან-პრის, სადაც ჩემი გუნდელები უკვე გაემგზავრნენ. მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ამჟამად თბილისის გრანდ სლემისთვის ვემზადები, რომლის დასრულების შემდეგ ორ კვირაში უკვე ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მხოლოდ მსოფლიო პირველობაზე გამოვალ. რაც შეეხება სხვა ტურნირებს, ჩემს მწვრთნელთან შეთანხმებით გადავწყვიტე, რომ იქ გამოსვლა საჭირო აღარ არის. ოლიმპიადამდე მხოლოდ ამ სამ ტურნირზე გამოვალ.

თქვენ ისტორიაში პირველი ქართველი ქალი ხართ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და პირველი, ვინც საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმოადგენს. როგორ ემზადებით ოლიმპიადისათვის?

ოლიმპიადისთვის ისევე ვემზადები, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ტურნირებისათვის, რაიმე გამონაკლისი და სპეციალური ვარჯიშები არ მაქვს, თუმცა ვარჯიშები გაცილებით ინტენსიური იქნება. გაძლიერებული დატვირთვით ვივარჯიშებ. სასურველი იქნებოდა უცხოეთში წასვლაც, რაც არ ხერხდება პანდემიიდან გამომდინარე. ამისათვის საუკეთესო შანსი იქნება შეკრება, რომელსაც თბილისის გრანდ-სლემის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის წინ გავმართავთ. შეკრებისთვის ალბათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მაინც თურქეთი იქნება…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბუსერიძე და მისი გუნდი სუფთა ხელებით, ახალი იდეებით მოდის და უნდა ვაცადოთ: ლევან დათუნაშვილი

დორტმუნდი ცისარტყელა გახდება: გონსალოს ახალი იმიჯი და ლიგის მატჩი იქ, სადაც უკვე იყო – ამბები მოკლედ