in

ევროპის თებერვლის ნაკრები: ჟურნალისტებმა კონტინენტის სიმბოლური გუნდი შეადგინეს

ევროპის სპორტული გამოცემების ასოციაციამ ეროვნული ჩემპიონატების სიმბოლური ნაკრები შეადგინა თებერვლის შედეგების მიხედვით.

ტრადიციულ გამოკითხვაში მონაწილეობენ: La Gazzetta dello Sport (იტალია), Marca (ესპანეთი), Kicker (გერმანია), A Bola (პორტუგალია), World Soccer (ინგლისი), De Telegraaf (ნიდერლანდები), Tipsbladet (დანია), Fanatik (თურქეთი), Frankfurter Allgemeine (გერმანია), ELF Voetbal (ნიდერლანდები), Sport Voetbal Magazine (ბელგია), Nemzeti Sport (უნგრთი) და სხვა.

თებერვლის ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი „სიტის“ ჰყავს – ხუთი. მეტიც, დაცვის ხაზი ფაქტობრივად „სიტიმ“ შეადგინა. ყველაზე მეტად ჟურნალისტებმა ხმა მისცეს გიუნდოგანს, რუბენ დიაშს და ლუკაკუს.

ევროპის თებერვლის ნაკრები (4-3-3): ედერსონი («სიტი», 7 ხმა); ჟოაო კანსელო («სიტი», 7), რუბენ დიაში («სიტი», 9), ჯონ სტოუნსი («სიტი», 7), ფერლან მენდი («რეალი», 5); ილქაი გიუნდოგანი («სიტი», 10), ბრუნო ფერნანდეში («მანჩესტერი», 5), ნიკოლო ბარელა («ინტერი», 4); ლიონელ მესი («ბარსელონა», 8), რომელუ ლუკაკუ («ინტერი», 9), კილიან მბაპე (პსჟ, 8).

ჩამოთვლილთა გარდა, ასოციაციის წარმომადგენლებმა ახსენეს:

კურტუა, ადრიანი, ობლაკი, უპამეკანო, დარმიანი, რიუდიგერი, ასპილიკუეტა, ალაბა, დევისი, ალბა, ზაბიტცერი, კიმიხი, გორეცკა, ლინგარდი, კროოსი, ვერატი, დე ბრიუინი, როდრი, ფრენკ დე იონგი, რონალდო, ანდრე სილვა, ლუის სუარესი და სხვები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფილმი „ბაჯო: ღვთაებრივი ცხენკუდა“ 26 მაისიდან გამოვა

აბუსერიძე და მისი გუნდი სუფთა ხელებით, ახალი იდეებით მოდის და უნდა ვაცადოთ: ლევან დათუნაშვილი