in

აბუსერიძე და მისი გუნდი სუფთა ხელებით, ახალი იდეებით მოდის და უნდა ვაცადოთ: ლევან დათუნაშვილი

ქართული სარაგბო თემი ისევ ორადაა გაყოფილი და ერთმანეთის მისამართით ურთიერთბრალდებებს ვისმენთ. 2021 წლის 10 მარტს დანიშნულ განმეორებით საარჩევნო ყრილობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი, ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძეა დარეგისტრირებული. ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდი კი, აღნიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ.

ვიქტორ კოლელიშვილი: კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ – აბუსერიძე ლეგიტუმური პრეზიდენტია

მალხაზ ურჯუკაშვილი: გუნდებს აძალებენ არჩევნებზე ტყემალაძეს მიეცით ხმაო და ამათ სურთ რაგბის განვითარება?!

რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები

მორაგბეები უფულოდ: სარაგბო კლუბებში ხელფასებს არ რიცხავენ (ექსკლუზიური კომენტარები)

ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენებზე Sport4me.ge-სთან ექსკლუზიური კომენტარი ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” ლევან დათუნაშვილმა გააკეთა.

“დღეს ქართულ რაგბიში არსებული სიტუაცია მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს. ბიჭები ერთმანეთს გადაეკიდნენ და ის მორაგბეები, რომლებიც მოედანზე ერთად იბრძოდნენ, ახლა ჩხუბობენ, შენ იმისიანი ხარ და ასე შემდეგ. ასე გვსურს რაგბის განვითარება? ბატონ იოსებ ტყემალაძეს უნდა რაგბიში ინვესტიციებისა და ფინანსების ჩადება და ამას მივესალმები, მაგრამ არ სჯობს ისეთ ადამიანთან ერთად იზრუნოს საკუთარი ფინანსებით ქართულ რაგბიზე, რომლებიც სუფთა ხელებით მოდის სათავეში და ამხელა გამოცდილება უმაგრებს ზურგს? ფრანგულ “ორიაკში” დღეს 15 ქართველი მორაგბე (ძირითადი გუნდი და ესპუარები) თამაშობს და ეს ყოველივე ირაკლი აბუსერიძისა და პალიკო ჯიმშელიძის დამსახურებაა, რომლებმაც ამ კლუბში დიდი სახელი დატოვეს. აბუსერიძის უკან დგანან – ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი და სხვა გამორჩეული მორაგბეები, რომლებმაც თამაშის დროსაც და თამაშის შემდეგაც დააგროვეს გამოცდილება და კონტაქტები. ტყემალაძე იმ ადამიანებთან ერთად მოდის რაგბის სათავეში, რომლებიც წლებია ქართულ რაგბის მართავენ და 2015 წლის შემდეგ, არანაირი პროგრესი არ გვაქვს. ჰოდა, ვაცადოთ კლუბების უმრავლესობის მიერ არჩეულ პრეზიდენტს და მის გუნდს რაგბის მართვა. თუ ვერ გაამართლებს, 4 წლის შემდეგაც ხომ იქნება არჩევნები? მე ვამბობ, და მჯერა, რომ აბუსერიძის გუნდი ყველაფერს გააკეთებს ქართული რაგბის წინსვლისთვის და მათი მართველობა იქნება გამჭვირვალე, რაც დიდი ხანია რაგბის კავშირში არ ყოფილა.

400-კაციანი სია არის და ამ სიაში ის მორაგბეები ვართ, რომლებმაც ქართული რაგბი დღემდე მოვიტანეთ. იმათ სიაში კი ბევრი ადამიანი საერთოდ ვერც ვიცანი. ერთ-ერთი ვინც იმ სიაში იყო და დიდ პატივს ვცემ, ლევან ვასაძეა. 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ნამიბიასთან მატჩის წინ, ვასაძემ გვითხრა სიტყვები, რომ რაგბი ძმობის სპორტია და ერთმანეთის გვერდში უნდა ვიდგეთ ყოველთვის, რათა დიდ წარმატებებს მივაღწიოთ და სწორედ ამ სიტყვებისა და ამ შემერთების გამო ვარ დღეს მორაგბეების გვერდით.

ყველაფრის გამოსავალი არის დიალოგი. სახელოვანმა მორაგბეებმა, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელები არიან, სარაგბო და მენეჯერული უნარები გაიუმჯობესეს, მართონ რაგბი და იოსებ ტყემალაძემ პროფესიონალების დახმარებით ჩადოს თუ სურს ინვესტიციები და ისე იზრუნოს ამ სპორტზე.

რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს არეულობა, რადგან ეს ნაკრებზე და შედეგებზეც მოქმედებს და თუ მალე არ გაირკვა ყველაფერი ფეხბურთელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რაგბიც ფეხბურთის გზას დაადგება და მხოლოდ წარსულის გახსენებით დავკავდებით მომავალში”, – ამბობს ლევან დათუნაშვილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის თებერვლის ნაკრები: ჟურნალისტებმა კონტინენტის სიმბოლური გუნდი შეადგინეს

ეთერ ლიპარტელიანი: ოლიმპიადამდე მხოლოდ სამ ტურნირზე გამოვალ