ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონშიპის კლუბები შეუერთდნენ აქციას, რომელიც მიმართულია ველური ბუნების მსოფლიო დღისადმი.
„ასტონ ვილამ“, „ვულვერჰემპტონმა“ და „ვესტ ბრომვიჩმა“ ერთი დღით საკუთარი ემბლემებიდან ცხოველები მოაშორეს (ლომი, მგელი და შაშვი შესაბამისად) და ამით მსოფლიოში გარეული ცხოველების გადაშენებისადმი ყურადღების მიქცევა სცადეს.
აქციაში ასევე მონაწილეობენ „მიდლსბრო“, „ბრენტფორდი“ და „ქოვენთრი“.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ანგარიშის თანახმად, ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ დროში ბალახისმჭამელების, ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიებისა და თევზების გლობალური პოპულაციის რიცხვი საშუალოდ ორი მესამედით შემცირდა.
„სამყარო ბუნების გარეშე – ეს არასრული სამყაროა, როგორც ჩვენი ემბლემა დღეს“, – ნათქვამია „ასტონ ვილას“ განცხადებაში.
3 მარტი – ველური ბუნების მსოფლიო დღეა.
GIPHY App Key not set. Please check settings