13 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ტურნირის მთავარი სენსაცია მაროკო საფრანგეთს დაუპირისპირდება. კატარში ისედაც მრავალი ათასი მაროკოელი გულშემატკივარი იმყოფება და მათი როდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, ავიაკომპანია Royal Air Maroc-მა კასაბლანკადან დოჰაში 30 სპეციალური რეისი დაგეგმა, რათა თავიანთ ეროვნულ გუნდს ფრანგებთან უფრო სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს.
ორმხრივი მიმართულებით ბილეთის ფასი დაახლოებით 450 ევროა, ერთი თვითმფრინავით 300 ადამიანზე მეტის გადაყვანაა შესაძებელი და ასე და ამგვარად, დოჰაში კიდევ 9 ათასზე მეტი ფანი ჩავა.
GIPHY App Key not set. Please check settings