in

9.0 ბუდუს: ზივზივაძე ბოლოს შეუშვეს, მაგრამ დუბლი შეასრულა

ბუდუ ზივზივაძემ გერმანულ კარიერაში საუკეთესო თამაში დადო: მართალია ჩვენიანი მხოლოდ მატჩის დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე შეუშვეს, მაგრამ ამ მოკლე დროში დუბლი გაახერხა.

„კარლსრუემ“ მე-14 ტურში „ნიურნბერგს“ უმასპინძლა და ქართველის გოლების დახმარებით დიდი ანგარიშით მოუგო – 4:1.

ბუდუს შეფასება ფაქტობრივად უმაღლესია – 9.0 (Sofascore.com-სგან).

ქართველმა თავდამსხმელმა პირველი ბურთი 89-ე წუთზე შეაგდო და მეტოქეს თამაშის გადარჩენის იმედი გადაუწურა, 90+4-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ორივე გოლის შემთხვევაში ბუდუმ უზადოდ მიიყვანა შეტევა ლოგიკურ დასასრულამდე.

ზივზივაძეს მეორე ბუნდესლიგაში 3 გოლი დაუგროვდა.

„კარლსრუემ“ კი ჩემპიონატზე სამმატჩიანი მოუგებელი სერი შეწყვიტა, 16 ქულით მე-14 ადგილზეა და 3 დეკემბერს „ჰანზას“ უმასპინძლებს.

კარლსრუე – ნიურნბერგი 4:1
გოლები: 1:0 ნებელი (1), 1:1 უზუნი (60), 2:1 შლეუსენერი (70), 3:1 ზივზივაძე (89), 4:1 ზივზივაძე (90+4)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა იტალიაში ერთადერთია, რომელმაც… ხვიჩა დიდ ხუთეულთან

შენგელიას ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა: ვირტუსმა აუტსაიდერთან წააგო