„ლუთონმა“ ჩემპიონშიფი მოიგო და პრემიერლიგაში აღზევდა.
რობ ედვარდსის გუნდმა პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში აჯობა „ქოვენთრის“ (1:1 ძირითადი დრო). სეზონში კი „ლუთონმა“ მე-3 ადგილი დაიკავა 80 ქულით.
ბოლოს „ლუთონი“ ინგლისის უმაღლეს ლიგაში 1991/92 წლებში თამაშობდა.
საინტერესოა, რომ „ლუთონზე“ სწრაფად არცერთი გუნდი არ ასულა მე-4 დივიზიონიდან უმაღლესამდე.
გუნდს 9 წელიწადი დასჭირდა ამ მიღწევისთვის: 2014 წელს ის ლიგა 2-ში გადავიდა, 2018-ში – ლიგა 1-ში, 2019-ში – ჩემპიონშიფში. მსგავსი რამ შეძლო „უიმბლდონმა“ 1977-1986 წლებში.
გუნდის ნახევარმცველი პელი რადოკ-მპანზუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ გუნდში მეხუთედან პირველ დივიზიონში აიწია.
ამ შეხვედრას მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მატჩიც უწოდეს. Deloitte-ის შეფასებით, გამარჯვებული 170 მლნ ფუნტზე (200 მლნ ევროზე მეტი) მეტს მიიღებს სამ წელიწადში, მომდევნო სეზონში პრემიერლიგიდან რომც გავარდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings