in

80% იმაზე, რომ კრიშტიანო 1000 გოლს გაიტანს: რონალდო შესარჩევების რეკორდსმენია

კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლების რეკორდი დაამყარა. მან 41-ე გოლით გვატემალელ კარლოს რუისს გაუსწრო.

კრიშტიანო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

40 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა უნგრეთთან მატჩში დუბლი შეასრულა.

ეს რონალდოს 40-ე და 41-ე გოლებია საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან გვატემალელ კარლოს რუისს (39) გაუსწრო, რომელსაც ეს რეკორდი 2016 წლის 6 სექტემბრიდან ეკუთვნოდა.

რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში 142-ე და 143-ე გოლი გაიტანა, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის ახლა მესის 29 გოლით უსწრებს.

კრიშტიანომ კარიერაში 947-ე და 948-ე გოლი გაიტანა.
რონალდოს ამჟამად 806 საკლუბო გოლი აქვს გატანილი, ხოლო 142 – ეროვნულ ნაკრებში.

რონალდოს 1000 გოლის მიღწევამდე 52 გოლი აშორებს. ბუკმეკერები ამის მოხდენის შანსს 1.25-ს (80%) აფასებენ.

3.55 – კრიშტიანო კარიერაში 1000 გოლს ვერ გაიტანს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება: უეფა სანაკრებო ცვლილებებზე ფიქრობს