in

8 წლისწინ, ამდღეს, გერმანიამ ბრაზილიას 7:1 მოუგო

2014 წლის მუნდიალი გახსოვთ? ცხადია, შედარებით სტაჟიან გულშემატკივარს ძალიან კარგად ახსოვს. მუნდიალი, რომლის ნახევარფინალურ მატჩს დღემდე უფრო ხშირად იხსენებენ ვიდრე ფინალურს და მიზეზიც ძალიან მარტივია. გერმანიამ, მასპინძელი ბრაზილია, ესტადიო მინეირაოზე, 58 000 გულშემატკივრის თვალწინ, მიწასთან გაასწორა…

მოლოდინი უდიდესი იყო. ბრაზილია ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ გუნდს ნეიმარი ვერ ეხმარებოდა. მასპინძლის სტატუსი დიდი ბენეფიტია და ნახევარფინალამდე სელესაომ ეს რეგალია ჯეროვნად გამოიყენა, თუმცა იქით იოახიმ ლიოვის ბიჭები ბუცებს ლესავდნენ.

მე-11 წუთი: ტომას მიულერმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ჰაერში უგანა და ჟულიო სეზარის კარის ბადე შეარხია.

23-ე წუთი: მიროსლავ კლოზე ჟულიო სეზართან პირისპირ გავიდა, დაარტყა, მეკარემ აჯობა, თუმცა დაამატა და 0:2. ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა, რადგან კლოზესთვის მე-16 მუნდიალური აღმოჩნდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან კიჭა ჩამოიტოვა.

ამის შემდეგ კი 5 წუთიანი ბლიც-კრიგი დაიწყო. 24-ე და 26-ე წუთებზე ტონი კროოსმა ორჯერ გაიტანა. 29-ე წუთზე კი სამი ხედირამ მე-5 გოლიც გაიტანა და ბრაზილიელები ატირდნენ. 0:5 ტაბლოზე და სრული შოკი!

მეორე ნახევარში გერმანელებმა კიდევ ორი გაიტანეს. ანდრე შურლეს დარტყმულებს სეზარმა ვერაფერი მოუხერხა და გერმანიამ დაუნდობლად, განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურა ბრაზილია, 0:7 ტაბლოზე.

90-ე წუთზე ოსკარმა ერთი ბურთის გატანა მოახერხა და მომაკვდავ სელესაოს წამიერი სიხარული მიანიჭა, მაგრამ…

ეს, იყო მასტერკლასი გერმანელებისაგან თუ როგორ უნდა დაამარცხო მასპინძელი გუნდი. ბრაზილია ვერსუს გერმანია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ენციკლოპედიაში გამორჩეულ ადგილზე დამკვიდრდა, რადგან მსგავსი პრეცენდენტი არც იქამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედს ბანგკოკში არ გაჰყვება

მამათა და შვილთა დაპირისპირება „პსჟ“-ში. მბაპეს ნეიმარის წასვლა სურს, მესი უარზეა