in

ვიდეო: 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა

76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო დაიპყრო.

ქართველმა სპორტსმენმა სლოვენიაში (ბლედი), ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიგო. ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა.

2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე – 12 კილომეტრი. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.

ტურნირის ერთ-ერთ უხუცეს მონაწილეს ყურადღება სლოვენიურმა მედიამაც მიაქცია. აი რა უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს ქართველმა სპორტსმენმა:

„მიუხედავად ასაკისა, არ მიწევს წამლების მიღება, ავად არასდროს ვხდები, რადგან ზამთრის ცურვით იმუნიტეტს ვიძლიერებ. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ და რეგულარული ფიზიკური აქტივობა მეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რათა გავაგრძელო მუშაობა და ვიყო აქტიური მრავალ სფეროში“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში გადავიდა

მიქაუტაძე მეცის მარგალიტია