გიორგი გულიაშვილი სანტანდერის „რასინგმა“ ოფიციალურად წარადგინა და მერე ჩვენიანმა პრესკონფერენციაც გამართა. ქართველ ახალწვეულს პრესტიჟული 7-ნომრიანი მაისური მისცეს.
გიორგი გულიაშვილი:
„თავს კარგად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიაში შესვენებაა, ვარჯიში მაინც გავაგრძელე. გუშინ შევძელი ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ვარჯიში და სათამაშოდ მზად ვარ, როცა მწვრთნელს დავჭირდები.
მინდა პროექტის ნაწილი ვიყო. მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა მწვრთნელი ხოსე ალბერტოსთან. მოგვიანებით ექნება დრო, რომ ტაქტიკურად უფრო დეტალურადგამარკვიოს.
შაბათის მატჩს დავესწარი, ატმოსფერომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამ გუნდის გულშემატკივრები ფანტასტიურები არიან.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჩემა არაგონმა შემდეგი თქვა:
„ჩვენ გამოცდილი გუნდი ვართ, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არ შეგვეძლო სივრცის შეტევისა და სიღრმის შექმნა. ზაფხულში ვცადეთ გიორგის დამატება, მაგრამ „სარაევოს“ მიერ შემოთავაზებული პირობები იმ დროს მიუღებელი იყო. გიორგი ძალიან მრავალმხრივი მოთამაშეა, გვჯერა, რომ გუნდის წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს“.









GIPHY App Key not set. Please check settings