საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 2023 წლის ევროპულ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობს. ევროპული თამაშები წელს მესამედ ჩატარდება და 7-კაცა და 7-ქალა რაგბი თამაშების პროგრამაში პირველად იქნება შეტანილი.
გეტყვით იმასაც, რომ ტურნირის გამარჯვებული 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კვალიფიცირდება. რაგბი ოლიმპიადაზე პირველად 2016 წელს რიოში გამოჩნდა, ასევე იყო ტოკიოშიც და ორივეჯერ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ფიჯიმ მოიპოვა.
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრების გარდა ევროპულ თამაშებზე შემდეგი გუნდებიც იასპარეზებენ: ბელგია; ჩეხეთი; ესპანეთი; დიდი ბრიტანეთი; საქართველო; გერმანია; ირლანდია, იტალია; ლიეტუვა; პოლონეთი🇮🇵, პორტუგალია; რუმინეთი.
2023 წლის ევროპული თამაშები კრაკოვში 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings