in

7 კაცამ ტურნირი მოიგო, 7 ქალა ვერცხლს დასჯერდა

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა მორაგბეთა ნაკრებებმა პარიზში CENTRAL SEVENS-ს ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს. 7-კაცა ნაკრებმა ტურნირის პირველი შეხვედრა წააგო, თუმცდა შემდეგ ყველა შეხვედრის მოგება მოახერხა და ფინალშიც გავიდა. ფინალურ შეხვედრაში გია ლაბაძის და ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილმა გუნდმა GODFATHERS RUGBY 36:7 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონიც გახდა.

ბრწყინვალედ იასპარეზა 7-ქალა ნაკრებმაც, რომელმაც 5 შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, თუმცა ჯაბა მალაღურაძის გუნდი ფინალურ შეხვედრაში გერმანიასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მომდევნო შეჯიბრი, რომელზეც ჩვენები იასპარეზებენ 26-28 მაისს საფრანგეთის ქალაქ ტურში გასამართი ტურნირია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენი მილიონი იშოვა ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაზე

უკეთესები გავიდნენ: ფიორენტინამ და ვესტ ჰემმა ფინალში გასვლა გაიხსნეს – კონფერენს ლიგა